ჩვენს შესახებ / ჩვენი მისია

მიეცი მოდას მეორე შანსი
ReTell-ში ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ ავთენტურ დიზაინერულ ჩანთებსა და აქსესუარებს — როგორც ახალს, ასევე PreLoved-ს — და თქვენს გარდერობში მეორე სიცოცხლეს ვაძლევთ.
ჩვენ გვჯერა, რომ მოდა უნდა იყოს დაუვიწყარი და მდგრადი. მაღალი ხარისხისა და პრემიუმ დამუშავებული ნივთების არჩევით, თქვენ ამცირებთ ნარჩენებს და ხელს უწყობთ სწრაფი მოდისგან თავის დაღწევას.
როდესაც ჩვენთან შოპინგობთ, თქვენ იცით, რომ განსაკუთრებულს ირჩევთ.

გაინებივრე თავი ლუქსით მიზნობრივად
ჩვენ ავთენტურ დიზაინერულ ჩანთებსა და აქსესუარებს ხელმისაწვდომს ვხდით.
ყველა ნივთი ჩვენი კოლექციებიდან შერჩეულია მისი ხარისხის, ავთენტურობისა და მარადიული მიმზიდველობის მიხედვით. იქნება ეს სრულიად ახალი თუ PreLoved მოდელი, თითოეული ნივთი ისტორიას ყვება და თქვენს გარდერობს უნიკალურ სტილს სძენს — ზედმეტი დანახარჯის ან მასობრივი წარმოების მხარდაჭერის გარეშე.

მდგრადი მოდისკენ
თითოეული შენაძენი ReTell-ში გააზრებული და მდგრადი მოდის მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას, ყოველთვის სწრაფი მოდის ნაცვლად არჩევანი შეაჩერონ ნივთებზე, რომლებიც დროს უძლებენ. ჩვენი ჩანთების განსაკუთრებულები კოლექციები მუდმივად განახლების პროცესშია - ყველა მოდელი უნიკალური და ერთია, ასე რომ, როგორც კი ის იპოვის ახალ სახლს, იგივე მოდელი მომავალში აღარ დაგვემატება მისი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე.
შემოგვიერთდით ნარჩენების შემცირების, ხელოვნების აღნიშვნისა და მოდისთვის იმ ღირებულების მინიჭების მიზნით, რომელსაც იმსახურებს.